ფოთში თევზის რეალიზატორებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა ხმაურით მიმდინარეობდა

ფოთში, ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა შეხვედრა თევზის რეალიზატორებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. მოვაჭრეების განცხადებით, შეთანხმება არ შედგა. როგორც ისინი ამბობენ, ვიდრე მერია მათთვის მისაღებ ფართს არ გამოყოფს, ობიექტს, სადაც ისინი თევზის რეალიზაციას ახორციელებდნენ, არ დატოვებენ.

„,ერთ კვირას ვაძლევთ ხელისუფლებას იმისთვის, რომ გამოგვიყონ ჩვენთვის მისაღები ფართი. ობიექტს, სადაც ვაჭრობას ვახორციელებდით უნდა დაანგრიონ, ელექტროენერგია გათიშეს. თევზი გვილპება. პროტესტს გავაგრძელებთ, ვიდრე ჩვენს მოთხოვნას არ დააკმაყოფილებენ,” - განაცხადა თევზის რეალიზატორმა ნარგიზა გვასალიამ.

ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ თევზის მოვაჭრეებთან მოლაპარაკეებს გააგრძელებენ.

„რადგან ამ პიროვნებებს ბაზრის ტერიტორიაზე უნდათ საქმიანობა, ჩვენ შევეცდებით შპს-ების მეპატრონეებთან საუბარს, რომ როგორმე შეთანხმებას მივაღწიოთ, თუნდაც დროებით. ჩვენ ვერ დავაძალებთ კერძო ბიზნესმენს იჯარის საფასურს დაუკლოს, ან უფასოდ შეუშვან ესენი. ამიტომ ჩვენ გვინდა კეთილი ნებით ეს ხალხი გამოვიყვანოთ დროებით მაინც, სანამ არ მოხდება თევზის ბაზრობის ადგილის კეთილმოწყობა, რაც კერძო ბიზნესის ხელშეწყობით მოხდება, რა თქმა უნდა”, - განაცხადა არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა თენგიზ შონიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს