თევზით მოვაჭრე - ფოთის მერიას ერთ კვირას ვაძლევთ პრობლემის გადასაჭრელად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქალაქში შემოსასვლელ გზას გადავკეტავთ

ფოთში, მოვაჭრებმა თევზის რეალიზება იმ ობიექტში განაახლეს, სადაც აქამდე ვაჭრობდნენ და რომლის დემონტაჟიც უნდა მოხდეს. ისინი აღნიშნულ ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ, ვიდრე ადგილობრივი ხელისუფლება მათთვის მისაღებ ფართს ბაზრის ტერიტორიაზე არ შესთავაზებს.

„ჩვენ განვაახლეთ მუშაობა, დავბრუნდით ჩვენს ადგილს და აქედან არ წავალთ, ვიდრე შესაბამის და მისაღებ ალტერნატიულ ფართს არ გამოგვიყოფენ. თევზს ვერ დავალპობთ, თუმცა ამ შენობაში ელექტროენერგია წუხელ გათიშეს და არც წყალი არ გვაქვს. იმედია, დილით რომ მოვალთ შენობა დანგრეული არ დაგვხვდება. ყველას ბანკის ვალები გვაქვს. ჩვენს უკან ოჯახები დგას, ამას არავინ ითვალისწინებს. ერთ კვირას ვაძლევთ დროს მერიას ამ პრობლემის მოსაგვარებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქალაქში შემოსასვლელ გზას გადავკეტავთ“, - განაცხადა თევზის რეალიზატორმა ნარგიზა გვასალიამ.

შეგახსენებთ, რომ ფოთში, დღეს მოვაჭრეებმა თევზის ბაზრობის გაუქმება გააპროტესტეს და მეგრელიშვილის სანაპიროზე საავტომობილო გზა გადაკეტეს. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე თევზის რეალიზაციისთვის არსებული სავაჭრო კონსტრუქციის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს, რადგან იგი არ შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს