ბაჩანა შენგელია ია კერზაიას საქმეზე კვლავ საპარლამენტო კომისიის შექმნას მოითხოვს

ცერემონიების სასახლესთან გამართულ აქციას, ზუგდიდის მე-6 სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია შეუერთდა და სოლიდარობა გამოუცხადა სამოქალაქო აქტივისტებს და მალხაზ მაჩალიკაშვილს.

ბაჩანა შენგელიას განცხადებით, საპარლამენტო მუშაობის განახლებისთანავე, ის ია კერზაიას საქმეზე საპარლამენტო კომისიის შექმნის მოთხოვნას დააყენებს.

„მე ვუერთდები აქციას, ეს არის სისტემა, რომელიც ადამიანებს კლავს. ეს არის მაჩალიკაშვილის შემთხვევა, ია კერზაიას შემთხვევა, უამრავი შემთხვევი გვაქვს სადაც ადამიანი სიკვდილამდე მიიყვანეს ან უბრალოდ ტყვია ესროლეს და საბოლოო ჯამში, ხელისუფლების პასუხი იყო ცინიზმი, საქმეზე გამოძიების შეწყვეტა, ისე, რომ არც ერთი ფაქტი, არც ერთი შემთხვევა გამოკვლეული არ ყოფილა. მე ვუცხადებ სოლიდარობას მალხაზ მაჩალიკაშვილს, ჩვენს გვაქვს ერთი ბრძოლა ამ ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც არის მკვლელი ხელისუფლება, რომლიც კარგავს ყოველდღიურად თავის სახეს. როგორც კი დაიწყება საპარლამენტო მუშაობა, მეც მივმართავ პარლამენტს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნით ია კერზაიას საქმეზე, ვინაიდან პროკურატურამ არაფერი გააკეთა ამ საქმის გამოსაძიებლად. მე სტრასბურგშიც მაქვს გასაჩივრებული და ველოდები იქიდან პასუხს, მაგრამ საპარლამენტო ფორმატშიც აუცილებლად დავამტკიცებ, რომ ამ ხელისუფლებას მხოლოდ ადამიანების მოკვლა შეუძლია", - განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა