პრემიერი - მნიშვნელოვანია შიდა უსაფრთხოების კომპონენტი, რომელიც მართლმსაჯულების სისტემის გამართულ ფუნქციონირებას და ქვეყანაში სისხლის სამართლის პოლიტიკის ერთიანი სისტემის შექმნას მოიცავს

ჩვენ არ უნდა გამოგვრჩეს შიდა უსაფრთხოების კომპონენტი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია და რომელიც მოიცავს, როგორც მართლმსაჯულების სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, ასევე ქვეყანაში სისხლის სამართლის პოლიტიკის ერთიანი სისტემის შექმნას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დონორთა ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა შიდა უსაფრთხოების კომპონენტზე, როგორც მთავრობის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილზე.

„ეს ჩვენთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ჩვენ დარწმუნებული ვართ, დღესაც, სამუშაო ჯგუფებში ჩვენ შევძლებთ, ჩვენს კოლეგებს დავუდასტუროთ ის პროგრესი და ვისაუბროთ იმ აუცილებელ გეგმებზე, რომლებიც გაგვაჩნია და რომლებსაც ჩვენ ვხედავთ“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა