გიორგი ტყემალაძე საქართველოში ბულგარეთის ელჩს შეხვდა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს დესისლავა ივანოვას შეხვდა.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, შეხვედრაზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ქართველ და ბულგარელ ხალხებს შორის ურთიერთობასა და მეგობრობაზე გაამახვილა ყურადღება. მან ბულგარეთის ხელისუფლებას და პირადად ელჩს ევროსტრუქტურებისკენ მისწრაფების გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ქართველებს და ბულგარელებს ისტორიული მეგობრობა გვაკავშირებს. სასიხარულია, რომ ჩვენ ხალხებსა და ქვეყნებს შორის ურთიერთობა და თანამშრომლობა ბოლო წლების განმავლობაში კიდევ უფრო გაღრმავდა. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი მუშაობით, ეს ურთიერთობა კიდევ უფრო მჭიდრო გახდება,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

მათივე ცნობით, ბულგარეთის ელჩმა დესისლავა ივანოვამ საკრებულოს თავმჯდომარეს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა. მან ორი ქვეყნის თანამშრომლობის შესახებ ვრცლად ისაუბრა. შეხვედრაზე თბილისში ბულგარეთის დედაქალაქ სოფიას სახელობის გეოგრაფიული ობიექტის დაარსების საკითხი განიხილეს.

საკრებულოს თავმჯდომარემ და ბულგარეთის ელჩმა ურთიერთობების გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს და სამომავლო გეგმები დასახეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა