სერგი კაპანაძე - ხელისუფლებამ ან უნდა დაიცვას ქვეყნის ინტერესი და ოკუპანტი არ შემოუშვას, ან ბუკვალურად შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და დაარღვიოს ქვეყნის ეროვნული ინტერესი

ხელისუფლებამ ან უნდა დაიცვას ქვეყნის ინტერესი და ოკუპანტი არ შემოუშვას საქართველოში, ან ბუკვალურად შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და დაარღვიოს ქვეყნის ეროვნული ინტერესი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას.

„საქართველოს ხელისუფლებამ უგუნური ნაბიჯებით თავისი თავი და ქვეყანა მიიყვანა ისეთ ჩიხურ მდგომარეობამდე, საიდანაც გამოსავალი ადვილი აღარ არის. რუსეთთან მიმართებაში მათი ამ ლოიალური, დამყვავებლური პოლიტიკით, ჩვენ მივიღეთ განწყობები, რომ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევა; მივიღეთ ის, რომ რუსეთს მოლოდინი აქვს, რომ მარტივად ჩამოვლენ და რასაც უნდა იმას გააკეთებენ. მათ ან უნდა დაიცვან ქვეყნის ინტერესი და არ შემოუშვან ოკუპანტი საქართველოში, ან ბუკვალურად შეასრულონ საერთაშორისო ვალდებულებები და დაარღვიონ ქვეყნის ეროვნული ინტერესი. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ მდგომარეობაში არ უნდა ჩაეგდოთ თავი. ნორმალური, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ხელისუფლება ისე იზამდა, რომ ქვეყნის სუვერენიტეტს და უსაფრთხოებას არ დაარღვევდა.

ჩვენ გყავს ხელისუფლება, რომელმაც ბოლო წლებში აჩვენა, რომ აღარ იცავს ქვეყნის ინტერესებს. მან შემოიყვანა გავრილოვი, ბევრჯერ მოახდინა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გვერდის ავლა და ახლა გამოვიდა, რომ ეს დოკუმენტი არის ფარატინა ქაღალდი. ამიტომ თუ ხელისუფლება იცავს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს, გამონაკლისის დაშვება შეიძლება, მაგრამ როდესაც ხელისუფლება თავზე ახევს ყველას ამ კანონს, ამ კანონის დარღვევა უკვე წესი ხდება,“ - განაცხადა კაპანაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა