ბათუმში, ჩინეთის ორი მოქალაქე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება

ბათუმში, ჩინეთის ორი მოქალაქე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ჩინეთის მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელია და საფრთხეს არ წარმოადგენს.

ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, ბათუმში ჩინეთიდან ოთხი ქალი გუშინ ჩავიდა, ორ მათგანს ტემპერატურა ჰქონდა, რის გამოც მათზე დაკვირვება მიმდინარეობს.

„37 გრადუსი ტემპერატურა აღენიშნებოდათ. ვინაიდან ისინი 400 კილომეტრით შორს ცხოვრობენ ჩინეთის იმ პროვინციიდან, სადაც კორონავირუსი დაფიქსირდა, მათზე ხორციელდება დაკვირვება. ორჯერ ჩაუტარდათ ჯანმრთელობის მდგომარეობის სკრინინგი, ანალიზები გადაიგზავნა ლაბორატორიაში და სავარაუდოდ, ხვალ იქნება პასუხი. საგანგაშო არაფერია, შესაძლოა ტემპერატურა მათ სხვა, უფრო გავრცელებული რესპირატორული დაავადების გამო ჰქონოდათ. დღეისათვის მათ ტემპერატურა უკვე აღარ აქვთ და მათი გადაადგილება არის აბსოლუტურად უსაფრთხო. ისინი დღეს დატოვებენ ბათუმს და დაკვირვება 14 დღის განმავლობაში გაგრძელდება იმ რეგიონის შესაბამისი სამსახურების მიერ, სადაც ისინი გადაადგილდებიან"-განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა