ტყიბულში ხანდაზმულთა შინმოვლის პროექტი მიმდინარეობს

ტყიბულის მუნიციპალიტეტში რამდენიმე თვეა ხანდაზმულთა შინმოვლის პროექტი მიმდინარეობს.

ორგანიზატორების ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ქალაქში და სოფლებში მცხოვრებ მარტოხელა 30 ბენეფიციარისთვის „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის“ სერვისჯგუფი საყოფაცხოვრებო და ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებას, საკონსულტაციო და ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას ახორციელებს.

პროექტის მიზანია ტყიბულის მუნიციპალიტეში მცხოვრები მარტოხელა ხანდაზმულთათვის თბილი, უსაფრთხო და ღირსეული პირობების შექმნა.

„პროექტში მოხალისეებად აქტიურად მონაწილეობენ ადგილობრივები, რომლებიც სერვისჯგუფთან ერთად მარტოხელა ხანდაზმულებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნავენ.

სერვისს მუნიციპალიტეტში არასამთავრობო ორგანიზაცია „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად" ფარგლებში, ASB Georgia-სა და პარტნიორი ორგანიზაციების კოორდინირებით ახორციელებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია