20 ივნისის საქმეზე დაკავებულების ადვოკატი - დღევანდელ სხდომაზე დაიკითხა ის, ვინც ჯობდა  საერთოდ არ დაკითხულიყო

დღევანდელ სხდომაზე დაიკითხა ის, ვინც ჯობდა საერთოდ არ დაკითხულიყო , - ამის შესახებ 20 ივნისის საქმეზე დაკავებულების ადვოკატმა ვახტანგ იაშვილმა ჟურნალისტებს სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, დღეს დაკითხული ბრალდების მხარის მოწმეებს არავითარი შეხება არ ჰქონიათ დაკავებულებთან.

“ამ ხალხს, ვინც დაიკითხნენ არავითარი შეხება არ აქვთ თამლიანთან, ბუდაღაშვილთან და სხვებთან, არც უნახავთ, არც იცნობენ. გარდა ამისა, ჩვენს შეკითხვებზე, რომელიც დაკავშირებული იყო პოლიციელების მოქმედებებთან, არაფერი ახსოვდათ. ახსოვთ მხოლოდ მოქალაქეთა შეკრება, თუმცა დაჭრილი მოქალაქეები არ ახსოვთ, გაზის გამოყენების მომენტი არ ახსოვთ, დეტალურად ვერ იხსენებენ ვერც რეზინის ტყვიებს , თუმცა საკმაო ხანს იმყოფებოდნენ პარლამენტთან. თუმცა, გუშინდელი ჩვენი პრეზიდენტის განცხადების შემდეგ, რომ კანონსაც დაარღვევს, ოღონდ ლავროვი ჩამოვიდეს აქ, არ გვიკვირს, როცა საქართველოშიც ირღვევა კანონი უშუალოდ დაკავებულების მიმართ”, - განაცხადა იაშვილმა.

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე ზურაბ ბუდაღაშვილი, ბესიკ თამლიანი, ცოტნე სოსელია და კახაბერ კუპრეიშვილი არიან დაკავებული. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. დაკავებულ პირებს ბრალი ედებათ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა