კარლ ჰარცელი - კონგრესმენების  განცხადებებს ვუყურებ, როგორც შეშფოთების გამოხატვას საქართველოს მეგობრების მიერ, ქვეყანაში არსებული დაძაბული ვითარების გამო

კონგრესმენების ამ განცხადებებს ვუყურებ როგორც შეშფოთების გამოხატვას საქართველოს მეგობრების მიერ ქვეყანაში არსებული დაძაბული ვითარების გამო - ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთვის ამერიკელი კონგრესმენების წერილებს ეხებოდა.

მისივე თქმით, ის კონკრეტული ადამიანების წერილებზე ვერ ისაუბრებს.

„მე არასდროს ვაკეთებ კომენტარს კონკრეტული ადამიანების წერილებზე. მე ამ განცხადებებს ვუყურებ როგორც შეშფოთების გამოხატვას საქართველოს მეგობრების მიერ ქვეყანაში არსებული დაძაბული ვითარების გამო, მაგრამ კომენტარს ვერ გავაკეთებ კონკრეტულ სიტყვებზე, რომლებიც წავიკითხეთ ბოლო ათი, ან მეტი დღის განმავლობაში გასაჯაროებულ წერილებში“, - განაცხადა ჰარცელმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა