საპროკურორო საბჭო  გენერალური პროკურორობის კანდიდატად წარდგენილ  კიდევ ორ პირს  გაესაუბრა

საპროკურორო საბჭო საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად წარდგენილ ორ პირს ვალერიან ვაჭარაძეს და დავით ზირაქაშვილს გაესაუბრა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროკურატურიდან აცნობეს.

„მათ საპროკურორო საბჭოს წარუდგინეს საქართველოს პროკურატურის განვითარების ხედვა, სტრატეგია და საპროკურორო საბჭოს წევრების შეკითხვებს უპასუხეს. გასაუბრების პროცესი ღიაობისა და გამჭირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, საპროკურორო საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე pc.gov.ge და საპროკურორო საბჭოს ფეისბუქ გვერდზე ,,ლაივ სტრიმით“ გადაიცემოდა. საპროკურორო საბჭო ერთიან სიაში შეყვანილ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირებთან ინდივიდუალურ გასაუბრებას ხვალ გააგრძელებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა