დავით ბაქრაძე - ჩვენი ამოცანაა რუსეთს არ ჰქონდეს ჩვეულებრივად მუშაობის საშუალება

ჩვენი ამოცანაა რუსეთს არ ჰქონდეს ჩვეულებრივად მუშაობის საშუალება, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროსაბჭოში რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების შესაძლო აღდგენას.

ბაქრაძის თქმით, მათი ამოცანაა, რომ იყვნენ მუდმივად შეხსენების რეჟიმში რუსეთისთვისაც და პარტნიორებისთვისაც, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოს და უკრაინის ოკუპაციას.

„ჩვენ გვესმის, რომ მაღალი ალბათობით საპარლამენტო ასამბლეა მხარს დაუჭერს რუსეთის დელაგაციის უფლებამოსილების აღდგენას, ვინაიდან მათ ერთხელ უკვე მიიღეს გადაწყვეტილება და, ჩემი აზრით, მცდარი გადაწყვეტილება, დაებრუნებინათ რუსეთი ამ ორგანიზაციაში, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, არ ჰქონდეს რუსეთის დელეგაციას ჩვეულებრივად მუშაობის საშუალება, ისევე როგორც ეს აქვს სხვა დელეგაციებს, ჩვენი ამოცანაა გამოვიყენოთ ყველა პროცედურული და პოლიტიკური ბერკეტი იმისთვის, რომ რუსეთს მუდმივად ჰქონდეს პრობლემა და მუდმივად ვიყოთ შეხსენების რეჟიმში რუსეთისთვისაც და ჩვენი პარტნიორებისთვისაც, რომ ეს ქვეყანა აგრძელებს საქართველოს და უკრაინის ოკუპაციას“ ,- აცხადებს დავით ბაქრაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა