აჭარის ჯანდაცვის მინისტრი - ბათუმში მყოფ ჩინელ ტურისტებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

ბათუმში მყოფ ჩინელ ტურისტებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ,- ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ლაბორატორიული კვლევის შედეგები უკვე ცნობილია. რაც შეეხება ჩინელ ტურისტებს, მათ აჭარა უკვე დატოვეს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბათუმში ჩინეთის ოთხი მოქალაქე შევიდა, მათ შორის ორ ქალბატონს ტემპერატურის მატება აღენიშნებოდა. ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში მყოფებმა, სასტუმროს ადმინისტრაციას მიმართეს, რის შემდგომაც ადმინისტრაციამ სამედიცინო ორგანიზაციებს შეატყობინეს. ჩინეთის მოქალაქეებზე დაკვირვება მიმდინარეობდა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს