სოფო კილაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტებზე ისაუბრა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, გერმანელი და ლატვიელი პარლამენტარების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე მსჯელობდნენ​​.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, სოფო კილაძემ ყურადღება გაამახვილა ეთნიკური ქართველების ყოველდღიურ დევნაზე და გადაადგილების შეზღუდვაზე. განსაკუთრებით იქნა ხაზგასმული ოთხოზორია და ტატუნაშვილის მკვლელობის საქმე.

"მე მინდა ორი ახალგაზრდა კაცის, გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის შესახებ გიამბოთ, რომლებიც საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლნი გახდნენ. ტატუნაშვილის ცხედარი 26 დღის შემდეგ დაუბრუნეს ოჯახს ისე, რომ მას შინაგანი ორგანოები ამოცლილი ჰქონდა. ასევე ქართველ ბავშვებს მშობლიურ ენაზე განათლების მიღება ეზღუდებათ. ეთნიკური ქართველები ხშირად ქონების საკუთრების საკითხებში მსხვერპლნი არიან", - განაცხადა სოფო კილაძემ.

შეხვედრას რუსული არასამთავრობო ორგანიზაციების, ქართული და უკრაინული დელეგაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა