მაკრონი ერდოღანს ლიბიის საკითხზე მიცემული პირობის დარღვევაში ადანაშაულებს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თურქი კოლეგა ლიბიის საკითხზე მიცემული პირობის დარღვევაში დაადანაშაულა, მას შემდეგ, რაც თურქეთის სამხედრო გემები და სირიელი მებრძოლები ლიბიაში ჩავიდნენ.

„მსურს შეშფოთება გამოვხატო თურქეთის ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც სრულიად ეწინააღმდეგება პრეზიდენტ ერდოღანის მიერ ბერლინში კონფერენციაზე აღებულ ვალდებულებას. ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ თურქეთის სამხედრო გემები, დაქირავებულ სირიელ ჯარისკაცებთან ერთად, ლიბიის ტერიტორიაზე ჩავიდნენ. ეს არის ცხადი და სერიოზული ხელყოფა იმისა, რაზეც ჩვენ ბერლინში შევთანხმდით“, - განაცხადა მაკრონმა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, ლიბიაში კონფლიქტის მოსაგვარებლად ბერლინში მსოფლიო ლიდერების სამიტი 20 იანვარს შედგა. შეხვედრის მონაწილე 16 სახელმწიფოს და ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც ლიბიაში შეიარაღების შეტანაზე ემბარგოს ემხრობა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ამ შეზღუდვის შესრულების მონიტორინგს ითვალისწინებს.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს