ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დამრღვევი წევრი ქვეყნის წინააღმდეგ ახალი სასანქციო პროცედურა დაამტკიცა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ იმ ქვეყნების წინააღმდეგ სანქციების შემოღების პროცედურა დაამტკიცა, რომლებიც ევროპის საბჭოს პრინციპებსა და ფასეულობებს არღვევენ. გადაწყვეტილებას 109 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი 24 დეპუტატი იყო.

ასამბლეამ მხარი დაუჭირა დამატებითი ახალი პროცედურების შექმნას, რომელთა თანახმად, საპარლამენტო ასამბლეა და მინისტრთა კომიტეტი გამართავს კონსულტაციებს ერთი წევრი ქვეყნის სერიოზულ დარღვევაზე.

ასევე, აღნიშნულია, რომ დამატებითი ახალი პროცედურის მთავარი მიზანია, კონსტრუქციული დიალოგის მეშვეობით და თანამშრომლობით მიღწეულ იქნეს ამ სახელმწიფოს მხრიდან ვალდებულებებისა და ევროპის საბჭოს პრინციპების შესრულება სანქციების თავიდან არიდების მიზნით.

ასევე, განისაზღვრა, რომ პროცედურა უნდა ეხებოდეს იმ ფუნდამენტური პრინციპებისა და ფასეულობების მეტნაკლებად სერიოზულ დარღვევებს, რომლებიც ასახულია ევროპის საბჭოს წესდებაში. გარდა ამისა, პროცედურა შესაძლოა, ინიცირებული იყოს, როგორც მინისტრთა კომიტეტის, ასამბლეის, ასევე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ და სამივე მხარეს შეუძლია მონაწილეობა შესაბამის პროცესში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა