კონსტანტინე გამსახურდია გერმანიაში საქართველოს დესპანად დაინიშნა

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია, გერმანიაში საქართველოს დესპანად დაინიშნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, კონსტანტინე გამსახურდია დესპანის პოზიციაზე ნოემბრიდან დაინიშნა.

მათივე თქმით, გამსახურდიას აქვს ჟენევაში საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება. შესაბამისად, როგორც უწყებაში ამბობენ, ამ პოზიციაზე გერმანიასთან მისი კავშირების გათვალისწინებით შეირჩა.

ცნობისთვის, კონსტანტინე გამსახურდია იყო მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი. 2011 წელს კი პარლამენტმა გამსახურდია გაეროს ჟენევის ოფისის ეგიდით მოქმედი ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირსა და მეტეოროლოგიის მსოფლიო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დაამტკიცა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა