ცოტნე გამსახურდიას მეუღლე - დამიშვეს ცოტნესთან, იძულებულნი გახდნენ მოეხსნათ აკრძალვა

დამიშვეს ცოტნესთან, იძულებულნი გახდნენ მოეხსნათ აკრძალვა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ზვიად გამსახურდიას შვილის, ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ ანა ჯაბაურმა განუცხადა.

ანა ჯაბაურის ინფორმაციით, მან შეძლო თურქეთის კლინიკაში ცოტნე გამსახურდიას ნახვა.

"ვნახე, კი. დამიშვეს ცოტნესთან, იძულებულნი გახდნენ მოეხსნათ აკრძალვა", - განაცხადა ჯაბაურმა.

ცნობისთვის, 28 იანვარს ცოტნე გამსახურდიას მეუღლის წარმომადგენელმა განაცხადა,რომ მანანა არჩვაძეს ცოტნე გამსახურდია მეუღლისა და საზოგადოებისგან იზოლაციაში ჰყავს. როგორც ჯაბა კვარაცხელია აღნიშნავდა, მათ მიერ აყვანილმა თურქმა ადვოკატმა თურქეთის კლინიკის ხელმძღვანელობისგან მეტად უცნაური ინფორმაცია მიიღო - „ცოტნეს ამგვარი იზოლაციის საფუძველი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომზადებული საბუთია, რომელიც კრძალავს ცოტნესთან ქ-ნი მანანას გარდა ვინმეს დაშვებას“.

ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ „ფეიკ ნიუსი“ უწოდა, საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას მეუღლის, ანა ჯაბაურის წარმომადგენლის, ჯაბა კვარაცხელიას განცხადებას. მათი ინფორმაციით,არანაირი წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან ამ თემასთან დაკავშირებით არ მომზადებულა და მით უფრო, თურქეთის კლინიკაში არ გაგზავნილა.

შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს. გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე 4 პირია დაკავებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა