ლევან ახვლედიანი ფოთის პორტზე - საქართველოს ორი ღრმაწყლოვანი პორტი არ სჭირდება

საინტერესოა, როგორ შეძლებს საქართველოს მთავრობა ვითარების დაბალანსებას. ცხადია, საქართველოს ორი ღრმაწყლოვანი პორტი არ სჭირდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ განცხადებასთან დაკავშირებით განუცხადა, რომლის თანახმადაც, კომპანია იმედოვნებს, რომ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად საჭირო ყველა ნებართვას დროულად მიიღებს.

„ვფიქრობ, ძალიან საინტერესო პოზიციაში აღმოჩნდა ხელისუფლება. ერთი მხრივ, იძახის, რომ აცხადებენ ტენდერს ანაკლიის პორტის ასაშენებლად, მეორე მხრივ ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე საუბრობს „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“. ძალიან მაინტერესებს, როგორ შეძლებს მთავრობა ამ ვითარების დაბალანსებას იმიტომ, რომ ცხადია, საქართველოს ორი ღრმაწყლოვანი პორტი არ სჭირდება“, - აცხადებს ლევან ახვლედიანი.

მისივე შეფასებით, მთავრობის ქმედებებიდან და პოზიციიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ გამოჩნდება რეალური განწყობა ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ.

შეგახსენებთ, რომ „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა” 28 იანვარს განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ აგრძელებს ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტზე აქტიურ მუშაობას.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო