„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ გორის მე-12 სკოლის უფროსკლასელები ესტუმრნენ

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ გორის მუნიციპალიტეტის მე-12 სკოლის უფროსკლასელები ესტუმრნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემიდან“ აცნობეს, მოსწავლეებმა დაათვალიერეს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში განთავსებული ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი, დაათვალიერეს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარი, რომელიც პასუხისმგებელია ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზე.

„უფროსკლასელები გაეცნენ სადისპეტჩეროს ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს, ჩაუტარდათ მცირე ლექცია ზოგად ენერგეტიკაზე და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში.

ცენტრალური სადისპეტჩეროს შემდეგ, მოსწავლეებმა მოინახულეს სსე-ის კუთვნილი ქვესადგური „ნავთლუღი-220“, სადაც გაეცნენ ქვესადგურის შემადგენელი ნაწილების მუშაობის სპეციფიკას, მონაწილეობა მიიღეს ძაბვის მაჩვენებლების შემოწმებაში და სხვადასხვა ელექტრომოწყობილობის ტესტირების სამუშაო პროცესში. ტურის ფარგლებში, მათ ასევე დაათვალიერეს ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური (ზაჰესი), მოისმინეს ჰესის ისტორია და გაეცნენ ელექტროენერგიის გამომუშავების პროცესს.

ახალგაზრდების დაინტერესება ენერგეტიკის დარგით "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა