„რუსთავის აზოტის“ ყოფილი თანამშრომლების ინფორმაციით, სასამართლომ საწარმოს 56 პირის სამსახურში აღდგენა და განაცდური შრომითი ანაზღაურების გადახდა დაეკისრა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, „რუსთავის აზოტიდან“ გათავისუფლებული თანამშრომლების სარჩელთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საწარმოს ყოფილმა თანამშრომლებმა აცნობეს, სასამართლოს განჩინებით, სს „რუსთავი აზოტს“, 2017 წლის იანვარში გათავისუფლებული 56 თანამშრომლის სამსახურში აღდგენა და მათთვის იძულებით განაცდური შრომითი ანაზღაურების სრული ოდენობით დაუყოვნებლივ გადახდა დაეკისრა.

სს „რუსთავის აზოტის“ ყოფილი თანამშრომლების ინტერესებს სასამართლოში საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების იურისტი თამარ სურმავა იცავდა.

აღნიშნულს გამოეხმაურა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი.

„რუსთავის აზოტიდან" უსინდისოდ გამოგდებული 56 ადამიანი, ჩვენი და-ძმა, სასამართლოს გადაწყვეტილებით აღდგა სამსახურში და სრულად აუნაზღაურდებათ სამი წლის სახელფასო განაცდური. ზუსტად სამი წელი ვაცხეთ ეს ობლის კვერი და გვიან, მაგრამ მაინც გამოვაცხეთ. მადლობა ამ 56 ღირსეულ და პრინციპულ თანამებრძოლს ნდობისთვის და მოთმინებისთვის, მადლობა ჩვენს პროფესიონალ და გულიან იურისტს თამარ სურმავას, მადლობა ყველა იმ აქტივისტს და მხარდამჭერს ვინც საპროტესტო აქციებში, ყოველგვარი ანგარების გარეშე სოლიდარობას გამოხატავდა,იქნება სოლიდარობა? ყველაფერი გამოვა!“, - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა