„ნაცმოძრაობის” წევრი გიგა შუშანია აცხადებს, რომ სახელმწიფო ტენდერებს თბილისსა და ქუთაისში, ქუთაისის ვიცე-მერ იუზა უგულავასთან დაახლოებული კომპანია იგებს

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიგა შუშანია ამბობს, რომ სახელმწიფო ტენდერებს თბილისსა და ქუთაისში, ქუთაისის ვიცე-მერ იუზა უგულავასთან დაახლოებული კომპანია იგებს. შუშანია განმარტავს, რომ „ლიკო 1”-ის მფლობელი იუზა უგულავას ბიზნეს პარტნიორია და მერიები აღნიშნულ კომპანიაზე მორგებულ ტენდერებს აცხადებენ.

შუშანია აცხადებს, რომ კომპანიამ ჯამში თბილისსა და ქუთაისში ძელსკამების დამზადებისთვის 800 000 ლარი მიიღო. აქედან ქუთაისის მერიიდან - 300 000.

„იუზა უგულავას ბიზნესპარტნიორის კომპანიას მასზე მორგებულ გამარტივებულ ტენდერებს უცხადებენ. ერთი და იგივე ზომის ძელსკამების დამზადებაში კომპანიამ ჯამში 800 000 ლარი მიიღო. ქუთაისისა და თბილისის მერიებმა ნაცვლად იმისა, რომ ხალხის პრობლემების მოგვარებაზე ითანამშრომლონ, დღეს ბიუჯეტის, ტენდერების განაწილებასა და კორუფციაზე თანამშრომლობენ“, - განაცხადა გიგა შუშანიამ.

შუშანია მიიჩნევს, რომ საქმე კორუფციასა და ინტერესთა კონფლიქტს ეხება, რაზეც გამოძიება უნდა დაიწყოს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს