„ევროპული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაცია მერიას სახელფასო ხარჯების დამალვაში ადანაშაულებს

„ევროპული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაცია მერიას სახელფასო ხარჯების დამალვაში ადანაშაულებს. ორგანიზაციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა აუდიტის სამსახურის დასკვნაზე ისაუბრეს, რომლის მიხედვითაც, მათი თქმით, მხოლოდ სახელფასო ხარჯებს მერიამ გასულ წელს ქალაქის ბიუჯეტის ნახევარზე მეტი, 32 მილიონი მოახმარა.

„ბიუჯეტის 58% პროცენტი იხარჯება სახელფასო ფონდზე. 2 800 000 ლარი მხოლოდ შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებას მოახმარეს. მერია გვიმალავდა ჩვენ ამ ინფორმაციას და სხვადასხვა აბსურდული მიზეზებით უარს ამბობდა ინფორმაციის მოწოდებაზე. ახლა, აუდიტის დასკვნამ ცხადყო, რომ ქუთაისის ვითომ საამაყო ბიუჯეტი სინამდვილეში „ქართული ოცნების" აქტივისტების ხელფასებზე იხარჯება", - განაცხადა „ევროპული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ და საკრებულოს დეპუტატმა, დავით გოგისვანიძემ. მათი თქმით, გაზრდილია პრემია-დანამატების ოდენობა და საწვავის ხარჯები.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა