ალეკო ცქიტიშვილი - 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დაზარალებულის სტატუსი აქვს 67 პოლიციელს და 7 დემონსტრანტს, სტატუსი არ მიუღია არც ერთ ჟურნალისტს

„2019 წელი დასამახსოვრებელი იყო აქციების სპეციალური საშუალებით დაშლისას სამართალდამცავთა მიერ გამოყენებული არაპროპორციული ძალით”, - ამის შესახებ “ ადამიანის უფლებათა ცენტრის” 2019 წლის ანგარიშშია აღნიშნული. როგორც ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ალეკო ცქიტიშვილმა განაცხადა, 20-21 ივნისის საქმეების გამოძიება მიკერძოებულად მიმდინარეობდა.

„პირველ რიგში, შეიძლება ითქვას, რომ შეკრებისა და მანიფესტაციების უფლების დარღვევის მიმართულებით იყო ნიშანდობლივი ეს წელი. 20-21 ივნისის და შემდგომში ნოემბრის მოვლენები, როდესაც ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების დაშლისას სახელმწიფომ არაპროპორციული, გადამეტებული ძალა გამოიყენა და როდესაც არ მოხდა ობიექტურად მიუკერძოებლად ამ მოვლენების გამოძიება. ჩვენ დღეისათვის გვაქვს მოცემულობა, რომ დაზარალებულის სტატუსი აქვს 67 პოლიციელს და მხოლოდ 7 დემონსტრანტს, რაც გვიჩვენებს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ გამოძიება მიკერძოებულია. რეკორდულად ბევრი ჟურნალისტი დაზარალდა ამ აქციების გაშუქებისას და არც ერთ მათგანს არ აქვს დაზარალებულის სტატუსი”,- განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა 8 ნოემბრის აქციის შესახებ, როდესაც გარკვეული ჯგუფები ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” კონოთეატრებში ჩვენებას აპროტესტებდნენ.

„აქციის მიმდინარეობისას ულტრაკონსერვატული აგრესიული ჯგუფების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის და აგრესიის შემთხვევების აღკვეთის დროს, პოლიციას გაყავდა მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც ფილმის საყურებლად მიდიოდნენ. ამ შემთხვევაში, აუცილებელი იყო რეაგირება ძალადობრივი ჯგუფების მიმართ და იგივე კუთხით, შეიძლება ითქვას, რომ 20-21 ივნისის მოვლენებისას სრულიად უდანაშაულო ადამიანები დაზარალდნენ,- განაცხადა ცქიტიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა