ბახმაროს დასასვენებელი სკვერების განაშენიანების გეგმა დამტკიცდა

საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ შემუშავებული დაბა ბახმაროს დასასვენებელი სკვერების განაშენიანების რეგულირების გეგმა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, გეგმა მოიცავს ბახმაროს სარეკრეაციო არეალში მდებარე 13 805 კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე საფეხმავლო ბილიკების მოპირკეთების, ტროტუარის და ნარგავების, ბორდიურების, ტერიტორიის მწვანე საფარის, დეკორატიული ღობის მოწყობის და გამწვანების სამუშაოებს. სკვერში განთავსდება სკამები, დამონტაჟდება გარე განათება, ფანჩატური და გაკეთდება ბავშვთა სათამაშო სივრცეები. მოწესრიგდება საინჟინრო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა.

მათივე ინფორმაციით, საპროექტო ტერიტორიის საპარკე ფუნქციით განვითარება უკვე დაწყებულია, განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში კი, იგეგმება სკვერის გაფართოება.

„დაბა ბახმაროს განახლებული სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა 2017 წელს დამტკიცდა. როგორც მიწათსარგებლობის, ისე განაშენიანების რეგულირების გეგმა ხელს შეუწყობს დაბის სწორ განვითარებას და დაიცავს კურორტს ქაოტური განაშენიანებისაგან“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა