ბათუმის საკრებულოში მმართველი გუნდი და ოპოზიცია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ბათუმის საკრებულოს სხდომა დატოვეს. მმართველი გუნდი და ოპოზიცია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. როგორც ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე მირდატ ქამადაძემ განაცხადა, ისინი ბათუმის მერის ლაშა კომახიძის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას მოითხოვენ. ოპოზიციას მიაჩნია, რომ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში - აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის თანხმობის გარეშე გადაწყვეტილებას ვერ იღებს.

"ის არის უსუსური, რაც მის განცხადებებიდანაც გამოჩნდა, - მედიაში გავრცელებულ ჩანაწერშიც, სადაც ერთ-ერთ მშენებელ კომპანიას ბათუმის მერი ეუბნება, რომ გადაწყვეტილებას მშენებლობებთან დაკავშირებით თავად ვერ იღებს. ბათუმის მერმა უნდა გააკეთოს განმარტებები, წინააღმდეგ შემთხვევაში დადგება მისი პასუხისმგებლობის და იმპიჩმენტის საკითხი",- აღნიშნა მირდატ ქამადაძემ.

მის ბრალდებებს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძემ უპასუხა. მისი განმარტებით, აჭარის რეგიონს მთავრობის თავმჯდომარესთან საკითხები გავლა ლეგიტიმურია.

"მედიაში გავრცელებულ ჩანაწერში ბათუმის მერი მიწის ნაკვეთის მონაცვლეობაზე საუბრობდა, ამ დროს კი აუცილებელია მთავრობის თავმჯდომარესთან კონსულტაცია და საერთოდ ავტონომიურ რესპუბლიკას იმიტომ ჰყავს მთავრობა და თავმჯდომარე, რომ მოხდეს გარკვეული საკითხების შეთანხმება",- განაცხადა სულიკო თებიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა