მამუკა მდინარაძე გამოგონილს უწოდებს ინფორმაციას, რომ მმართველი გუნდი ოპოზიციას მაჟორიტარების 30-მდე შემცირების წინადადებას შესთავაზებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდზე ხელისუფლებამ შესაძლოა, ოპოზიციას საარჩევნო სისტემის ახალი მოდელი შესთავაზოს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში პროპორციული სისტემით არჩეული დეპუტატების 120-მდე გაზრდას, ხოლო მაჟორიტარების 30-მდე შემცირებას ითვალისწინებს, მოგონილს უწოდებს.

მისი თქმით, ინფორმაცია, რომ ხელისუფლება ოპოზიციას მაჟორიტარების რაოდენობის 30-მდე შემცირებას შესთავაზებს, რომელიღაც „ნიუსრუმში“ ახალი დღის წესრიგის შესაქმნელად მოიგონეს.

„ასეთი ინფორმაცია ვერ გავრცელდებოდა. ეს რომელიღაც „ნიუსრუმში“ მოგონილი ამბავი იქნება, ახალი დღის წესრიგის შესაქმნელად,“- აღნიშნა მდინარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა