გიორგი რურუა მოსამართლეს - საცხოვრებელი ადგილი „ბიძინას ციხე, გლდანი"

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. დღესვე გადაისინჯება გიორგი რურუას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.

როგორც პროცესის დაწყებამდე საქმის პროკურორმა ვასილ სამხარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი რურუას პატიმრობაში დატოვებას მოითხოვენ.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ისინი გიორგი რურუას გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებენ.

„თქვენი საცხოვრებელი ადგილი?" - მიმართა მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ გიორგი რურუას, რასთან დაკავშირებითაც, რურუამ უპასუხა, რომ მისი საცხოვრებელი

„ბიძინას ციხეში, გლდანშია".

რურუა სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დააკავეს.

პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი რურუას ბრალდებას დაემატა ახალი მუხლი, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობასა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.

ცნობისთვის, გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირის მედიაცია გახდა ინსტრუმენტი, რომელიც არ არის ერთჯერადი, სანამ კრიზისი არ მოგვარდება, ევროკავშირი ამ პროცესში ჩართული იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 01.03.2021
ქართული კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამეცნიერო კრებულს ამზადებს
ევროპის გუნდი: ლიბერთი ბანკისთვის უზრუნველყოფილი დამატებითი დახმარებით, COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად  ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა ახალ ეტაპზე გადადის
"მაგნიტის" ყოველდღიური 20%-იანი აქცია უფრო მრავალფეროვანი ხდება
სამომხმარებლო სესხი 3-თვიანი სრული საშეღავათო პერიოდით - ტერაბანკის ახალი აქცია
ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით მსოფლიო თასის ეტაპი სკი კროსში დასრულდა