ნათია თურნავა - ხელისუფლების მხრიდან სენატორების განცხადება რეაგირების გარეშე არ დარჩება

ჩვენთვის ყოველთვის ყურადსაღებია ჩვენი დასავლელი, ამერიკელი პარტნიორების, ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლების ესა თუ ის განცხადება. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ და განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდში გადაუმოწმებელ და არასწორ ინფორმაციას ეყრდნობა ეს განცხადება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

თურნავას განცხადებით, ხელისუფლება აძლიერებს საინფორმაციო წყაროებს, რათა მაქსიმალურად სწორი ინფორმაცია მიაწოდოს ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა სახელისუფლებო შტოს წარმომადგენლებს.

„რა თქმა უნდა, სენატორების განცხადება არ დარჩება ხელისუფლების მხრიდან უყურადღებოდ და რეაგირების გარეშე. ჩვენთვის ყოველთვის ყურადსაღებია ჩვენი დასავლელი, ამერიკელი პარტნიორების ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლების ესა თუ ის განცხადება, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ და ამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, გადაუმოწმებელ და არასწორ ინფორმაციას ეყრდნობა ეს განცხადება, მაგრამ ჩვენ ყურდღებით ვეცნობით ამ განცხადებებს და შესაბამისი რეაგირებაც, რა თქმა უნდა, მოჰყვება. ჩვენი მხრიდან ვაძლიერებთ ჩვენს საინფორმაციო წყაროებს, მაქსიმალურად შევეცდებით, რომ სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა სახელისუფლებო შტოს წარმომადგენლებს. მე მაგალითად მოვიყვანდი „ფრონტერას“ ქეისს, როდესაც აშკარად მცდარი, არასწორი ინფორმაცია იყო მიწოდებული“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა