ქუთაისის მერიაში „ევროპული საქართველოს“ ბრალდებას არ ადასტურებენ

„ევროპული საქართველოს" ბრალდებას ქუთაისის მერიაში არ ადასტურებენ. მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია განმარტავს, რომ ოპოზიციას საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს, რადგან სახელმწიფო აუდიტი მერიაში არ ყოფილა. მისი თქმით, თვითმმართველობის სრულ ხარჯებზე ინფორმაციას მალე გაასაჯაროებენ.

„აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, შიდა აუდიტის სამსახურში მიმდინარეობს მოკვლევა და უახლოეს მომავალში წარუდგენთ მოსახლეობას ინფორმაციას. ნამდვილად მიუღებელია დემაგოგია და ხალხის შეცდომაში შეყვანა იმ ადამიანებისგან, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს სამჯერ მეტს ხარჯავდნენ ხელფასებსა და პრემიებზე და მაგათ დროს ყოველ მეორე თვეს გაიცემოდა პრემიები. ბოლო ორი წელი აუდიტი მერიაში არ ყოფილა და საიდანაა მოპოვებული ეს ინფორმაცია, გაუგებარია“, - განაცხადა ზვიად ჯავახიამ.

მისი თქმით, მერიის სახელფასო ფონდი სამ ნახევარ მილიონს არ აღემატება, რაც შეეხება თვითმმართველობის მთლიან ხარჯებს, ა(ა)იპ-ებსა და შპს-ებს, ამ მიმართულებით მოკვლევის შედეგებს აუდიტის სამსახური საზოგადოებას მალე აცნობებს.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს