მარნეულის სოფლებში მინი სტადიონები და სასმელი წყლის ჭაბურღილი მოეწყობა

მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულის მუნიციპალიტეტს მიეცა უფლება, წინა წლებში, სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტიდან ეკონომიის სახით დარჩენილი თანხებით, დააფინანსოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის საჭირო ინფრასტრუქტურული პროექტები, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, 2019 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების ბიუჯეტიდან დარჩეილი ეკონომია მოხმარდება მარნეულში და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში - აზიზკენდსა და წერაქვში მინი სტადიონების მოწყობას. სპორტული მოედნებით ისარგებლებს მარნეულის მუნიციპალიტეტის 2 700-მდე მცხოვრები.

ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ბურმაში კი მოეწყობა სასმელი წყლის ჭაბურღილი.

ამ სოფელში უკვე არსებობს სასმელი წყლის შიდა ქსელი, მაგრამ მოსახლეობისთვის წყლის მისაწოდებლად აუცილებელია ჭაბურღილის მოწყობა, სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებიდან წინა წლების ეკონომიის სახით დარჩენილი თანხითა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის თანადაფინანსებით, სოფელს ახალი სასმელის წყლის ინფრასტრუქტურა ექნება, რომლითაც 148 აბონენტი ისარგებლებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა