ნათია თურნავა - კომპანია „ფრონტერამ“ ბოლო პერიოდში ძალიან უპასუხისმგებლო მიდგომა გამოავლინა იქ დასაქმებულების მიმართ

მე სხვებსაც მოვუწოდებ, ვინც არ უნდა იყოს, პატივი ვცეთ საერთაშორისო არბიტრაჟს, სანამ არ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება ნუ გავაკეთებთ სხვადასხვა მკვეთრ და ხშირად არასწორ ინფორმაციაზე დაფუძნებულ განცხადებებს, რამეთუ ეს ძალიან სამართლიანად და ლოგიკურად შეიძლება იყოს აღქმული, როგორც საერთაშორისო არბიტრაჟზე ზეწოლა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, კომპანია „ფრონტერამ“ ბოლო პერიოდში უპასუხისმგებლო მიდგომა გამოავლინა საკუთარი პერსონალისა და იქ დასაქმებული მუშა- მოსამსახურეების მიმართ.

„საერთაშორისო არბიტრაჟში, ანუ ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისოდ აღიარებულ ორგანოში მიმდინარეობს დავა. საქართველოს მხრიდან ამ დავაში ჩართულები არიან საქართველოს სახელმწიფო ნავთობისა და გაზის კორპორაცია და ნავთობისა და გაზის სააგენტო. მინდა გითხრათ, რომ 2019 წლის დეკემბერში ლონდონში უკვე დასრულდა არსებითი მოსმენები ამ დავასთან და საარბიტრაჟო შემთხვევასთან დაკავშირებით და ჩვენი მხარე ძალიან დიდი მოთმინებით, დიდი პატივისცემით ველოდებით უახლოეს პერიოდში საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებას, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხარე, ნავთობისა და გაზის კორპორაცია და სააგენტო, საკმაოდ მყარად არიან დარწმუნებულები საკუთარ არგუმენტებსა და ამ დავის მოგების საკუთარ შანსებში, მაგრამ ჩვენ პატივს ვცემთ საარბიტრაჟო პროცესს და ამიტომ თავს ვიკავებთ სხვადასხვა მკვეთრი გამონათქვამისგან, რასაც მე სხვებსაც მოვუწოდებ, ვინც არ უნდა იყოს. პატივი ვცეთ საერთაშორისო არბიტრაჟს, სანამ არ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება ნუ გავაკეთებთ სხვადასხვა მკვეთრ და ხშირად არასწორ და მცდარ ინფორმაციაზე დაფუძნებულ განცხადებებს, რამეთუ ეს ძალიან სამართლიანად და ლოგიკურად შეიძლება იყოს აღქმული, როგორც საერთაშორისო არბიტრაჟზე ზეწოლის ფაქტად.

ჩვენ ეკონომიკის სამინისტრო ვართ და მთელი ქვეყნის მასშტაბით დასაქმებისა და დასაქმებულების ინტერესებზე ვზრუნავთ. კომპანია „ფრონტერამ“ ბოლო პერიოდში ძალიან უპასუხისმგებლო მიდგომა გამოავლინა საკუთარი პერსონალისა და იქ დასაქმებული მუშა - მოსამსახურეების მიმართ. ჩვენი ინფორმაციით, 11 თვის და მეტი დავალიანება დაუგროვდა კომპანიას საკუთარი პერსონალის მიმართ გაუცემელი ხელფასების სახით, ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩააგდო ათობით ჩვენი მოქალაქის ოჯახი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა