თელავში პედაგოგი მე-6 კლასის მოსწავლეს ფიზიკურად გაუსწორდა

თელავის 1-ელი საჯარო სკოლის პედაგოგი მე-6 კლასის მოსწავლეს ფიზიკურად გაუსწორდა. „ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, 22 იანვარს, საგაკვეთილო პროცესის დროს, ბიოლოგიის მასწავლებელმა, საკლასო ოთახიდან გაიყვანა და დერეფანში ხელით შეეხო.

ფაქტს სკოლის ადმინისტრაციაში ადასტურებენ. დირექტორის, მაია ოთარაშვილის ინფორმაციით, მომხდარი თავად დაინახა, რაც ასევე სათვალთვალო ვიდეოკამერებმაც დააფიქსირა.

„შემთხვევა 22 იანვარს მოხდა, რაც მაშინვე ვაცნობე ყველა შესაბამის სამსახურს და მიმდინარეობს მოკვლევა. მეორე ცვლის საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის დროს მასწავლებელმა დერეფანში გამოიყვანა მოსწავლე, ეს ფაქტი დავინახე მე და კამერებმაც დააფიქსირეს. ჩანს, როგორ ეხება ფიზიკურად პედაგოგი ბავშვს. ბავშვი არ დაშავებულა, მას სამედიცინო ჩარევა არ დასჭირვებია”, - აღნიშნა სკოლის დირექტორმა მაია ოთარაშვილმა.

მომხდარს სკოლის დისციპლინური კომიტეტი სწავლობს. მოკვლევის დასრულების შემდეგ გაირკვევა, დაეკისრება თუ არა პედაგოგს სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებული სასჯელი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა