ჯუმბერ იზორია „შეცვალეს“ წევრებს - ჩემისთანები, რომ არ ყოფილიყვნენ, დღეს, საქართველო დამოუკიდებელი არ იქნებოდა

ჩემისთანები, რომ არ ყოფილიყვნენ, დღეს საქართველო დამოუკიდებელი არ იქნებოდა, ჩემისთანები რომ არ ყოფილიყვნენ, საქართველოში დემოკრატია არ იქნებოდა, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ წევრმა ჯუმბერ იზორიამ მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებს „ქართული ოცნების“ ჩხოროწყუს სამაჟორიტარო ბიუროში, სადაც მოძრაობის აქტივისტები მივიდნენ.

ცოტა ხნის წინ ჩხოროწყუში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატის გოგა გულორდავას სამაჟორიტარო ბიუროსთან მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტები მივიდნენ, რასაც მათსა და „ქართული ოცნების“ წევრ ჯუმბერ იზორიას შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მოძრაობა „შეცვალეს“ ერთ-ერთმა წევრმა დიმიტრი ბიძინაშვილმა განუცხადა, მათ ადგილზე პროტესტის ნიშნად საწვავი და კონტრაბანდული სიგარეტი მიიტანეს. მისვე განმარტებით, სამჟორიტარო ბიუროში მივიდნენ იმ მიზნით, რომ კითხვები დაესვათ „ქართული ოცნების“ დეპუტატ გოგა გულორდავასთვის, თუ „რატომ ჩააგდეს პროპორციული საარჩევნო სისტემა”. ამასთან, მისივე თქმით, კითხვები უნდა დაესვათ ასევე „ქართული ოცნების“ წევრ, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოს ყოფილი უფროსის ჯუმბერ იზორიასთვის „კორუფციული საქმიანობის შესახებ“.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან კონკრეტული კითხვები გვაქვს, ვინაიდან სამეგრელო გავსებულია კონტრაბანდით, ნეპოტიზმი და კლანური მმართველობაა. ყველგან იზორიები და მათი ნათესავები არიან წარმოდგენილი. კორუფციული გარიგებებით ფორმდება ხელშეკრულებები“, - განაცხადა დიმიტრი ბიძინაშვილმა.

თავის მხრივ, ჯუმბერ იზორიამ „შეცვალეს“ აქტივისტებს უთხრთა, რომ გადაცდომებზე ყველამ კანონის მეშვეობით უნდა აგოს პასუხი.

„ნებისმიერ გადაცდომაზე, ჩემიანი იქნება, თუ სხვა კანონის სიმკაცრით აგებს პასუხს. ყველა უწყებას ვთხოვ, ნებისმიერ ჩემს ნათესავს, თუ ნებისმიერ პიროვნებას კანონი თუ აქვს დარღვეული, მთელი სიმკაცრით აგოს პასუხი“. განაცხადა ჯუმბერ იზორიამ.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს