ლევან დავითაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ წელს კოლხეთის დაბლობის ჭარბტენიანი ტერიტორიები UNESCO-ს დაცვის სიაში მოხვდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ წელს კოლხეთის დაბლობის ჭარბტენიანი ტერიტორიები UNESCO-ს დაცვის სიაში მოხვდება. ამის შესახებ დავითაშვილმა უწყების 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„2019 წელს გავაკეთეთ აპლიკაცია , ჩვენი ჭარბტენიანი ტერიტორიები კოლხეთის დაბლობზე წარდგენილია UNESCO-ს დაცვის სიაში და იმედი გვაქვს, რომ 2020 წელს სასიხარულო ამბავი გვექნება და ბუნების ასეთი მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა იუნესკოს სიაში მოხვდება“,-აღნიშნა დავითაშვილმა.

ამასთან, მინისტრმა გარემოსდაცვითი კუთხით არსებულ პოლიტიკაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სამინისტრო 2019 წელს აქტიურად მუშაობდა ნარჩენების მართვაზე.

„იცით, რომ პლასტიკის პარკების გამოყენება ავკრძალეთ, რაც ხელშესახები შედეგია. დაიწყო მნიშვნელოვანი აღსრულების მექანიზმის გამოყენება და 2020 წლისთვის შეგვიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვათ, რომ საქართველოში მხოლოდ ბიოდეგრადირებადი პარკების გამოყენება იქნება შესაძლებელი“,-აღნიშნა მინისტრმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა