უსკო-ს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი კანდიდატურების განხილვის პროცედურები იწყება

აჭარის უმაღლეს საბჭოში ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი კანდიდატურების განხილვის პროცედურები იწყება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურიდან აცნობეს, აღნიშნული საკითხი ბიუროს რიგით მეორე სხდომაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ წარმოადგინა.

„დავით გაბაიძის განცხადებით, უსკო-ს ერთ-ერთ წევრს გუგული დუაძეს ეწურება უფლებამოსილების ვადა და შესაბამისად, კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ უმაღლეს საბჭოს აღნიშნულ თანამდებობაზე ასარჩევად წარუდგინა მალხაზ ბოლქვაძისა და ტარიელ გოგიტიძის კანდიდატურები. ბიურომ განსაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა