მიხეილ კალანდიას ადვოკატი სასამართლოდან გიორგი ჯანაშიასა და პროკურატურას შორის გაფორმებული საპროცესო შეთანხმების დოკუმენტის გამოთხოვის შუამდგომლობას დააყენებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის ერთი მოწმე, 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლე დაიკითხება. როგორც სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს კალანდიას ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ განაცხადა, ის დღევანდელ პროცესზე საქალაქო სასამართლოს მეშვეობით, უზენაესი სასამართლოდან 28 იანვარს ჯანაშიასა და გენერალურ პროკურატურას შორის გაფორმებული საპროცესო შეთანხმების დოკუმენტის გამოთხოვის შუამდგომლობას დააყენებს.

„შუამდგომლობას ვაყენებ, რომ სასამართლოს მეშვეობით გამოვითხოვოთ უზენაესი სასამართლოდან 28 იანვარს დამტკიცებული საპროცესო შეთანხმება, ჯანაშიას და გენერალურ პროკურატურას შორის, რამეთუ გამაჩნია ძალიან საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ ამ მოწმის მიერ 15 იანვრის შემდეგ უნდა იყოს ახალი ჩვენება, ახალი ინფორმაციები მიწოდებული გამოძიებისთვის, რამეთუ ჩემს მიერ გამოკითხული ეს მოწმე მსგავს ინფორმაციას, რომ მას წინასწარ განზრახული ჰქონდა ჯგუფთან ერთად არასრულწლოვნის მკვლელობა, მსგავსი რამე მას აქ არ უთქვამს. ადამიანი, რომელიც 2 წლისა და 2 თვის განმავლობაში ცალსახად ამტკიცებდა, რომ ის იმყოფებოდა აუცილებელ მოგერიების ფარგლებში, ამ 13 დღის განმავლობაში რადიკალურად განსხვავებული ჩვენებას იძლევა. მე პროცესუალურად ამ დოკუმენტს, როგორც მხარეს არ მომცემენ, აქედან გამომდინარე, სასამართლოს მეშვეობით ვითხოვ განაჩენისა და სხდომის ოქმის გამოთხოვას", - განაცხადა თოდუამ.

ცნობისთვის, მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა