შრომის ინსპექციის უფლებამოსილება და მანდატი იზრდება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია ძლიერდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“უწყებიდან აცნობეს, დეპარტამენტი მალე საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გარდაიქმნება. შესაბამისი კანონპროექტი დღეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე წარადგინეს და უახლოეს პერიოდში პარლამენტს გადაეგზავნება.

როგორც შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ აღნიშნა კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს ინსპექციის განვითარებას, დახვეწასა და გაუმჯობესებას. გაფართოვდება სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის უფლებამოსილება და მანდატი.

„აღნიშნული სიახლე უზრუნველყოფს შრომის ინსპექციის მეტ ეფექტურობას, განსაზღვრავს ინსპექციის საქმიანობის ძირითად დებულებას და მიმართულებებს. მოგვცემს საშუალებას შევქმნათ რეგიონალური წარმომადგენლობა, რაც კანონის უფრო ეფექტურად აღსრულებას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა შეიქმნება საკონსულტაციო საბჭო, რომელიც დაკომპლექტებული იქნება, როგორც სამოქალაქო სექტორის, ასევე პარლამენტის, სახალხო დამცველის, პროფკავშირების და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებით. პერიოდულად მოხდება სტრატეგიის განხორციელების შეფასება, მონიტორინგი და მთელი წლის პროცესის დაგეგმვა. აღნიშნული ხელს შეუწყობს პროცესის გამჭვირვალობას და უსაფრთხო კულტურის ჩამოყალიბებას ქვეყანაში“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.

მისივე თქმით, დამტკიცდა და დღეს გამოქვეყნდება მინისტრის ბრძანება, რომელიც რისკის შეფასების წესს შეეხება. ბრძანება ითვალისწინებს საწარმოო ორგანიზაციებში და ნებისმიერ დაწესებულებაში რისკის შეფასების ერთიან წესს, რომელიც ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ერთიანი სტანდარტის დამკვიდრებას, მეორე მხრივ, დაეხმარება დამსაქმებელს და დასაქმებულს იმისთვის, რომ ეფექტურად დაიცვან უსაფრთხოების ნომრები, შეაფასონ საფრთხე და მოახდინონ პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები