ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ თემირლან მაჩალიკაშვილის საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ მხარს დაუჭერს ნებისმიერ პროცესს, დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის ჩათვლით, თუ შედეგად ჩვენი საზოგადოება მიიღებს ამომწურავ ინფორმაციას თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ პოზიციაა, რომ ღია, გამჭირვალე პროცესით პასუხი უნდა გაეცეს მნიშვნელოვან კითხვებს.

„პირველ რიგში ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს იყო, თუ არა მაჩალიკაშვილების ოჯახის რომელიმე წევრი კავშირში ტერორისტულ ორგანიზაციებთან ან ჯგუფებთან, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ინფორმაციით გახდა სპეცოპერაციის საფუძველი. ვფიქრობთ, რომ სუს-ის ხელთ არსებული მასალების გასაჯაროება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აღნიშნულზე პასუხის გაცემას.

კვლავაც რჩება კითხვები სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, რომელიც მაჩალიკაშვილების ოჯახის ტრაგედიით დასრულდა და რომლის საგამოძიებო პროცესი კონკრეტული შედეგის გარეშე დაიხურა.

სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად და საზოგადოებისათვის სრული ინფორმაციის მისაწოდებლად, მხარს დავუჭერთ ნებისმიერ ფორმატში საქმის მასალების გასაჯაროების პროცესს, მათ შორის საგამოძიებო კომისიის შექმნას, თუკი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში გაიმართება კენჭისყრა”, - ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულ განცხადებას ავრცელებენ ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების წევრები: მარიამ ჯაში ; ლევან გოგიჩაიშვილი; ზვიად კვაჭანტირაძე; ლევან კობერიძე; კობა ნარჩემაშვილი; გედევან ფოფხაძე.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა