კახა კალაძე ლევან იზორიას ძმის საქმეზე - საქმე ეხება ადამიანის ჯანმრთელობას, არ მინდა ამ თემის განვრცობა, თუმცა ის, რაც ვნახეთ, არავისთვის იყო მოსაწონი

საქმე ეხება ადამიანის ჯანმრთელობას, არ მინდა ამ თემის განვრცობა. თუმცა ის, რაც ვნახეთ, რა თქმა უნდა, იყო ცუდი და არავისთვის მოსაწონი, - ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, რომელიც ლევან იზორიას ძმის საქმეს ეხებოდა.

მისივე თქმით, ვიდეო იყო ძალიან მძიმე სანახავი.

„ვიდეო ნანახი მაქვს. სასიამოვნო ნამდვილად არ იყო, თუმცა, მანდ კიდევ არის სხვა დამატებითი პრობლემები. საქმე ეხება ადამიანის ჯანმრთელობას. არ მინდა ამ თემის განვრცობა. თუმცა, ის რაც ვნახეთ, რა თქმა უნდა, იყო ცუდი და არავისთვის მოსაწონი. არ იყო მისაღები პირადად ჩემთვის, პოლიციელებს რომ აყენებდა შეურაცხყოფას. აქ არის სხვა პრობლემები, რომელზეც არ მინდა საუბარი, ეს ეხება ადამიანის ჯამნრთელობის მდგომარეობას,“ - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ პოლიციამ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმა დააკავა, თუმცა, გარკვეული პირების ჩარევის შემდეგ ის გაათავისუფლა. ვიდეო 2014 წლით თარიღდება. მაშინ იზორია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. სიუჟეტში პოლიციის მაიორი, გიორგი დვალიშვილი, რომელმაც ვახო (კიტა) იზორია დააკავა, მომხდარის შემდეგ დაწყებულ დევნაზე საუბრობს. მისივე თქმით, კადრების შესახებ ინფორმირებულია პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. ის ასევე აღნიშნავს, რომ საქმე პროკურატურაშია, მაგრამ ჯერჯერობით არავინ დასჯილა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა