ინფექციურის სამედიცინო დირექტორის ინფორმაციით, ცენტრში შეყვანილ ორ ბავშვს ანალიზებს დაახლოებით 10 ვირუსულ პათოგენზე აუღებენ, რომლის პასუხიც, სავარაუდოდ, დღის განმავლობაში განისაზღვრება

ინფექციური საავადმყოფოში გადაყვანილ ორ ჩინელ მცირეწლოვანს პირველად პროტოკოლურ კვლევებს ჩაუტარებენ, ასევე დღესვე აუღებენ ანალიზებს შესაძლო 10 ვირუსულ პათოგენზე, რომლის პასუხიც სავარაუდოდ, დღის განმავლობაში განისაზღვრება. როგორც ჟურნალისტებთან ინფექციური პათოლოგიის ცენტრის სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია განმარტავს, იმ შემთხვევაში, თუ ყველა მათგანზე პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა, გაგრძელდება მეთვალყურეობა როგორც კორონავირუსის შესაძლო დაავადებაზე.

„პირველ ეტაპზე მათ ჩაუტარდებათ ძირითადი პროტოკოლური კვლევები, რაც ასეთ მძიმე მწვავე რესპირატორულ ინფექციას ესაჭიროება - პირველ რიგში, რენდგენოგრაფიული გამოკვლევა ფილტვის, სისხლის ანთებითი მარკერების განსაზღვრა. გარდა ამისა, დაავადებათა კონტროლის სამსახური ინფორმირებულია და დღესვე აუღებენ ანალიზებს შესაძლო დაახლოებით 10 ვირუსულ პათოგენზე, რომლის პასუხიც ალბათ, დღის განმავლობაში განისაზღვრება, ამ პასუხით გადაწყდება სხვა შესაძლო ვირუსული დაავადება არის თუ არა. თუ ყველა შესაძლო პათოგენზე პასუხი უარყოფითი იქნება, ამ შემთხვევაში როგორც შესაძლო დაავადება კორონავირუსზე გავაგრძელებთ მეთვალყურეობას და გამოვლენილი კლინიკის მიხედვით მოხდება მათი მართვა,“- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, როგორც მას აცნობეს, ბავშვებს ავადობის მესამე დღე აქვთ და მათი მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესებულია.

„როგორც ვიცი, მათ აქვთ ცხელება და ხველა, დღეს არის დაავადების მესამე დღე და პირველი დღესთან შედარებით მდგომარეობა გაუმჯობესებულია. ტემპერატურული მაჩვენებელი დღეს უკვე არ აღემატება 38-ს და სუბიექტურ - ობიექტური მონაცემებით დინამიკაში გაუმჯობესებაა“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, ყაზბეგიდან ინფექციურ საავდმყოფოში გადმოყვანილი ჩინეთის 9 მოქალაქიდან ორ ბავშვს აღენიშნება ტემპერატურის მომატება და ისინი მოთავსდებიან ბოქსირებულ განყოფილებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა