ზვიად შალამბერიძემ, პირველ მოადგილესთან ერთად „საქართველოს 2018-2021 წლების რეგიონული განვითარების პროგრამის" ფარგლებში შეხვედრა გამართა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, პირველ მოადგილესთან ერთად „საქართველოს 2018-2021 წლების რეგიონული განვითარების პროგრამის" ფარგლებში შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე ექსპერტებთან ერთად რეგიონის სოციალური და ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვან სამომავლო ნაბიჯებზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე პროექტების ეფექტურად წარმართვისთვის, ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე საჭირო უნარ-ჩვევების განვითარების პერსპექტივები განიხილეს, ასევე ისაუბრეს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პროექტებსა და ინიციატივებზე.

„საქართველოს მთავრობის მიერ 2018 წლის ივნისში დამტკიცდა „საქართველოს 2018-2021 წლების რეგიონული განვითარების პროგრამა“ (რგპ), რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ახალ მიდგომებს საქართველოს რეგიონულ პოლიტიკაში. “საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა“ მიზნად ისახავს კონკურენტუნარიანობისა და კოჰეზიის ზრდას საქართველოს შემდეგ ოთხ საპილოტე რეგიონში: იმერეთში, კახეთში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში. აღნიშნული პროგრამა ფინანსურად მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ და საქართველოს ხელისუფლებას საშუალებას მისცემს, რეგიონული პოლიტიკა ევროკავშირის სტანდარტის შესაბამისად განახორციელოს. გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართული იქნებიან ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და დაინტერესებულ მხარეთა სხვა ჯგუფები,” - ნათქვამია ინფორმაციაში.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ექსპერტთა ჯგუფის ლიდერის ვიტოლდ სარტორიუსის განცხადებით, პროექტი რეგიონული განვითარების ხელშეწყობას ემსახურება.

„იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულთან შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა. განვიხილეთ ევროკავშირის ახალი პროგრამა, რომელიც საქართველოში მომდევნო თვეებში განხორციელდება და რომელიც პირველად გაუწევს რეალურ მხარდაჭერას მუნიციპალიტეტების, ბიზნესების, მოქალაქეთა ჯგუფების, არასამთავრობო ასოციაციების მიერ დაწერილ პროექტებს, რათა ხელი შეუწყოს ადგილობრივ დონეზე სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას", - განაცხადა ექსპერტმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა