ღვინის ტურიზმის მიმართულებით აჭარელი გიდები კახეთის გამოცდილებას გაეცნენ

აჭარაში მოქმედ გიდებს ღვინის თემატიკაზე კახეთში ტრენინგები და ვორქშოპები ჩაუტარდათ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგებისას მათ ლექციები ისეთი მნიშვნელოვანი თემების შესახებ ჩაუტარდათ როგორებიცაა, როგორ წარმოვაჩინოთ ღვინის მარანი და ღვინო, ღვინისა და კერძების შეხამება, ღვინის მარკეტინგი, ღვინის დეგუსტაციის თეორია და ღვინის კლასიფიკაცია, ასევე ღვინის კულტურა და ისტორია, მევენახეობა და მევენახეობის კერები საქართველოში, ქართული ვაზის სახეობები, ქვევრი და ქვევრის ღვინო, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა, ქვევრის ღვინისა და კლასიკური ღვინის წარმოების ზოგადი ტექნოლოგია, ორგანული და არაორგანული ღვინო.

მათივე ცნობით, პრაქტიკული ტრენინგებისას გიდები კახეთში არსებულ ღვინის მარნებსაც ესტუმრნენ და ადგილზე გაეცნენ იქ არსებულ ტურისტულ სერვისებსა და პროდუქტებს. ტრენინგები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებითა და USAID-ის დაფინანსებით ხორციელდება.

გიდებს თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგები ღვინის ექსპერტმა, საქართველოს სომელიე, სერტიფიცირებულმა გიდმა მაკა ტარალაშვილმა ჩაუტარა. ტრენინგები ორეტაპიანია და მას გარდა გიდებისა აჭარაში მოქმედი ღვინის მარნების წარმომადგენლები დაესწრებიან.

"ჩვენი და USAID-ის თანამშრომლობით ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგები გამოვიდა, რომელსაც კახეთში დმო "ვიზიტ კახეთი"-ს ჯგუფი უზრუნველყოფს. კახეთის რეგიონს ღვინის ტურიზმისა და მეღვინეობის კუთხით ნამდვილად აქვს ის გამოცდილება, რომლის გაზიარებაც ხელს შეუწყობს ჩვენს გიდებსა და მეწარმეებს უკეთ განავითარონ ღვინის ტურიზმი აჭარაში. ამ მიმართულებით ჩვენს რეგიონს აქვს ძალიან კარგი პოტენციალი ქედის მუნიციპალიტეტის სახით, სადაც ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. მსგავსი გასვლითი ტრენინგები და ვორქშოპები კი დამატებითი სტიმულია ღვინის ტურიზმში დასაქმებული ადამიანებისთვის განავითარონ საკუთარი ბიზნესი და სერვისი, რომელსაც ტურისტებს სთავაზობენ", - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო