ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ეროვნებით ჩინელებს, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეების ოჯახის წევრები არიან, შეუძლიათ უხანიდან საევაკუაციო თვითმფრინავებით გაფრინდნენ

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ეროვნებით ჩინელებს, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეების ოჯახის წევრები არიან, შეუძლიათ უხანიდან საევაკუაციო თვითმფრინავებით გაფრინდნენ. „ოჯახის ფაქტორის გათვალისწინებით, უხანში მყოფ ჩინეთის მოქალაქეებს, რომლებიც უცხოელების ოჯახის წევრები არიან, სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ ოჯახთან ერთად წავიდნენ“, - განუცხადა მინისტრმა „როიტერსს“.

შეგახსენებთ, კორონავირუსის ეპიდემიის გამო, არაერთი ქვეყნის ხელისუფლება გეგმავს ჩინეთის ქალაქ უხანიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას, მათ შორის არის აშშ, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი და სხვა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა