გიორგი ვაშაძემ საზოგადოებას 15 ინიციატივა წარუდგინა, რომლითაც განათლების სფეროს განვითარებაა შესაძლებელი

„ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ სტრატეგია „აღმაშენებლის“ ფარგლებში მოსახლეობას ქვეყანაში განათლების მიმართულებით ახალი ინიციატივები წარუდგინა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და აღსანიშნავი განათლების ეროვნული საბჭოს შექმნა, პირდაპირი წესით სახელმწიფო ბაღის, სკოლის დირექტორებისა და უნივერსიტეტის რექტორების შერჩევაა.

განათლების ახალი მოდელის მიხედვით სკოლის დირექტორის ხელფასი 3000 ლარს, ხოლო ბაღის დირექტორის ხელფასი 1 500 ლარს შეადგენს, ყოველწლიურად კი 10 000 გრანტის გაცემას ითვალისწინებს მომავალი პროფესიების დაუფლებისათვის.

“ჩვენ გვჭირდება სკოლის, უმაღლესი სასწავლებლისა და მთლიანად განათლების სისტემის დამოუკიდებლობა, მიუკრეძოებლობა და დეპოლიტიზაცია. ამისათვის კი განათლების ეროვნული საბჭო უნდა შევქმნათ, რომელსაც 80 000-მდე პედაგოგი და მასწავლებელი 7 წლის ვადით ირჩევს პირდაპირი და ფარული კენჭისყრით. არანაირი დანიშვნა და გათავისუფლება არ იქნება არც ერთი მინისტრის და პრემიერ-მინისტრის მიერ, ისინი განსაზღვრავენ განათლების რეფორმის მომავალს, გრძელვადიან სტრატეგიას და მოახდენენ მონიტორინგს. სკოლისა და ბაღის დირექტორები პირდაპირი წესით არჩეულები იქნებიან მშობლებისა და მასწავლებლების მიერ, რომელშიც განათლების სამინისტროს აღარანაირი როლი არ ექნებათ, რაც შეეხება სკოლის დირექტორის მინიმალური ხელფასი 3 000 ლარს უნდა შეადგენდეს, როგორც სკოლის მთავარ მამოძრავებელს განათლების მიმართულებით. აუცილებელია ბაღის დირექტორის ანაზღაურება 1 500 ლარს შეადგენდეს. საბავშვო ბაღები ვაუჩერულ სისტემაზე უნდა გადავიდეს. მეათე კლასიდან ყველა ბავშვსა და ნებისმიერი ასაკის ადამიანს შესაძლებლობა ექნება, სახელმწიფოსგან მიიღოს გრანტი/დაფინანსება იმ პროფესიებში, რომლებიც მთელ მსოფლიოში მომავლის პროფესიებად ითვლება.

ყოველწლიურად, ორი დიდი სამიტი უნდა გაიმართოს, რომელშიც 5 000 – 5 000 მასწავლებელი იქნება ჩართული და ამ სამიტზე ისინი თანამედროვე პრაქტიკებს გაეცნობიან საერთაშორისო კუთხით. საჭიროა საგანმანათლებლო სივრცეში რამდენიმე ახალი საგნის გამოჩენა, რათა მოდერნიზებულ სასწავლო პროგრამებზე დაუფლება მოხდეს. 500 საუკეთესო მასწავლებელი მოკლევადიანი სტაჟირების პროგრამით განვითარებული ქვეყნების პრაქტიკას გაეცნობიან და შემდგომ გაგვიზიარებენ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას „ახალი საქართველო“ ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა