„შეცვალეს“ ინფორმაციით, ჩხოროწყუში მოძრაობის წევრებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

მოძრაობა "შეცვალეს" წევრების ინფორმაცით, მოძრაობის წევრებს ჩხოროწყუში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ისინი მომხდარს ჯუმბერ იზორიასა და გოგა გულორდავას წინააღმდეგ ჩატარებულ აქციას უკავშირებენ.

როგორც "შეცვალეს" ერთ-ერთმა წევრმა, ოთარ შენგელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ის ადვოკატს ელოდება და ფაქტის შესახებ პოლიციაში განცხადებას შეიტანს.

"დღეს ჩვენ ვამხილეთ იზორიების "კლანი", რომლებიც ჩხოროწყუში ყველაფრის ბატონ-პატრონები არიან. როგორც ჩანს, მხილება მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ეს ფაქტი მაშინ მოხდა, როდესაც ზუგდიდიდან ჩხოროწყუში ვბრუნდებოდით, ერთ-ერთ მაღაზიასთან გავჩერდით. მანქანაში ვიმყოფებოდით, როდესაც ჩემთვის უცნობმა პიროვნებამ, როგორც შემდეგ გაირკვა, იყო საკრებულოს მრჩევლის ძმა ნუკრი გოგუა, მანქანის კარი გამოაღო და ფეხი ჩამარტყა სახეში. ეს პირდაპირ არის პოლიტიკური თავდასხმა ჩემზე. ეს ადამიანი არის რიგითი შემსრულებელი და მე მაინც მგონია, მისი დასჯა ჩემთვის არაფერს ნიშნავს, უნდა დაისაჯოს ის კრიმინალური "კლანი", რომელიც იზორიებმა ჩამოაყალიბეს", - ამბობს ოთარ შენგელია.

ჩხოროწყუს პოლიციასთან "შეცვლეს" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები იმყოფებიან. მათ ჩხოროწყუს პოლიციისა და მაჟორიტარების ბიუროებთან წარწერები დატოვეს: "ძირს იზორიას კლანი" და "იზორია მონა".

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა