შსს-მ ჩხოროწყუში „შეცვალეს“ წევრების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შსს-მ ჩხოროწყუში „შეცვალეს“ წევრების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ჩხოროწყუში დღეს მომხდარი ინციდენტისა და "შეცვლეს" წევრების ცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

როგორც"ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროში უთხრეს, გამოძიება 126-ე მუხლის პირველი ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ძალადობას ორი ან მეტი პირის მიმართ.

ცნობისთვის, "შეცვლეს" სამი წევრი აცხადებს, რომ მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ისინი პოლიციის შენობაში გამოკითხვაზე იმყოფებიან.