ქუთაისის „ტორპედოს“ მწვრთნელები და ადმინისტრაციის თანამშრომლები საპროტესტო აქციებს გეგმავენ

ქუთაისის "ტორპედოს" მწვრთნელებმა, ადმინისტრაციის თანამშრომლებმა და გულშემატკივრებმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს და გუნდში არსებულ პრობლემებზე, "ტორპედოს" უმაღლესი ლიგიდან გავარდნის საფრთხეეზე ისაუბრეს.

თანამშრომლები და გულშემატკივრები კი რადიკალურ ნაბიჯებზე გადასვლას აანონსებენ. ისინი ხვალ რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე შეიკრიბებიან და პერმანენტულ აქციებს გამართავენ.

კლუბის წარმომადგენლების თქმით, თუ პრობლემა არ მოგვარდება შიმშილობას დაიწყებენ.

"ერთი წელია ვცდილობთ, საკითხმა არ მიიღოს პოლიტიკური ელფერი, მაგრამ გუნდის გადასარჩენად რეალური ნაბიჯები არ გადაიდგა. არ გვინდა, დავუშვათ, რომ "ტორპედო" არ იარსებებს. ამიტომ ხვალიდან რადიკალურ ნაბიჯებზე გადავალთ, შევიკრიბებით მოედანზე და პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე გუნდი არ გადარჩება. ჩვენ ვერ ვისაუბრებთ, ვისი დანაშაულია, მაგრამ ვაჩვენოთ მათ, რა მნიშვნელობისაა "ტორპედო" ქუთაისისთვის. ნუთუ, ცენტრალურ ხელისულებაში არ იციან ამ პრობლემების შესახებ, ამდენი ხანი რატომ ვერ გადაიჭრა პრობლემა?", - განაცხადა ლიცენზირების მენეჯერმა ნინო ქუთათელაძემ.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ქუთაისის "ტორპედო" ყოფილმა მფლობელმა დატოვა, გუნდი ახალი ინვესტორის მოლოდინშია. თითქმის ერთი თვეა მიმდინარეობს მოლაპარაკება იტალიელ ინვესტორთან, თუმცა ხელშეკრულება ამ დრომდე გაფორმებული არ არის. პრობლემას წარმოადგენს გუნდის სამ მილიონიანი დავალიანება, რაც გარკვეულწილად გუნდის გასხვისებას აფერხებს. ცხრა თვეა ფეხბურთელებს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს ხელფასი არ მიუღიათ, რის გამოც ფეხბურთელების უმეტესობამ და მთავარმა მწვრთნელმა გუნდი დატოვეს. გუნდის დაშლასთან ერთად "ტორპედო" უმაღლესი ლიგიდან გავარდნის და მეოთხე ლიგაში მოხვედრის საფრთხის წინაშეა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა