გურჯაანის მუნიციპალიტეტში 30 წლამდე კაცმა ძლიერი დამწვრობა მიიღო. გვიან ღამით,სოფელ ზეგაანში ორსართულიან საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევისას მეპატრონემ სახლიდან გამოსვლა ვერ მოასწრო და დაშავდა.
მედიკოსებმა ის თავდაპირველად გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალსის" საავადმყოფოში, შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს.
ხანძრის დროს განადგურდა საცხოვრებელი ფართი და ავეჯი.
ცეცხლის ლოკალიზებას თელავის, ყვარლის და გურჯაანის მეხანძრე -მაშველები ცდილობდნენ.
რა გახდა აალების მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.