გუდაურში ახალი აპარტოტელი - სკიო გაიხსნება

გუდაური სტაბილურად მზარდი სამთო-სათხილამურო კურორტი და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ერთეულია. კურორტის განვითარება, 3 წლიან დინამიკაში, გაორმაგებული ტრანზაქციების რაოდენობით და ტურისტული ნაკადების სიმრავლითაა გამოხატული. ადგილი სხვა­დას­ხვა სირ­თუ­ლის სას­რი­ა­ლო ტრა­სებ­სა და მრა­ვალ­ფე­რო­ვან აქ­ტი­ვო­ბებს აერ­თი­ა­ნებს, რისი საშუალებითაც დამსვენებლებს მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან იზიდავს. ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ ცნო­ბი­ლი ბრი­ტა­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლის The Telegraph-ის მი­ხედ­ვით, გუდაური აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის 10 სა­უ­კე­თე­სო ზამ­თრის კურორტს შო­რის დასახელდა.

2020 წლის ბოლოს გუდაურში ახალი აპარტოტელი “სკიო” გა­იხ­სნე­ბა. პრო­ექ­ტი ავე­ჯი­თა და ყვე­ლა სა­ხის სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ტექ­ნი­კით აღ­ჭურ­ვილ 38 აპარ­ტა­მენ­ტს მოიცავს. აპარ­ტო­ტე­ლის თი­თო­ე­უ­ლი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სრუ­ლი­ად მორ­გე­ბუ­ლია ალ­პუ­რი ზო­ნის კლი­მატს და ისეთ დე­ტა­ლებს აერ­თი­ა­ნებს, რო­გო­რე­ბი­ცაა: ფა­სა­დის თბო­ი­ზო­ლა­ცია, ია­ტა­კის გათ­ბო­ბა, გე­ნე­რა­ტო­რი, ავ­ტო­ნო­მი­უ­რი წყლის რე­ზე­რუ­ა­რი და ავარიული გათბობის სისტემა.

სკიო” გუ­და­უ­რის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე წყნარ ად­გი­ლას მდე­ბა­რე­ობს და მომ­ხმა­რებ­ლებს ski in/ski out კონ­ცეფ­ცი­ას სთა­ვა­ზობს. Ski in/ski out გუ­ლის­ხმობს აპარ­ტო­ტე­ლი­სა და სა­თხი­ლა­მუ­რო ტრა­სე­ბის იდე­ა­ლურ ინ­ტეგ­რა­ცი­ას, რაც გუ­და­ურ­ში საკ­მა­ოდ იშ­ვი­ა­თად გვხვდე­ბა. Აპარტოტელის თითოეული დეტალი კარგადაა გათვლილი, ეს კი აფარ­თო­ებს შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის არე­ალს მათ­თვის, ვი­საც სურს უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მრა­ვალ­ფუქნცი­უ­რი გა­მო­ყე­ნე­ბა და გუ­და­ურ­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.

სკი­ოს პრო­ექტს ექ­სკლუ­ზი­უ­რად უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სა­კონ­სულ­ტა­ციო კომ­პა­ნია Colliers წარ­მო­ად­გენს, აპარ­ტა­მენ­ტე­ბის წი­ნას­წა­რი გა­ყიდ­ვე­ბი კი უკვე და­ი­წყო, შე­სა­ბა­მი­სად, მსურ­ვე­ლებს ბი­ნე­ბის შერ­ჩე­ვა და და­ჯავ­შნა უკვე შე­უძ­ლი­ათ.

საკონტაქტო ინფორმაცია:

+995 32 2 111 225

contact@skio.ge

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა